ზამთარი და ჩვენი ეზო


თოვლი მოდის, თოვლი მოდის,
გადათეთრდა მთელი არე,
საგუნდაოდ გამოვიდა:
გია, რეზო, ლადო, კალე.
თოვლის პაპა გააკეთეს,
ერთად შეკრეს უფრო მალე,
ერთობა და თეთრი თოვლი
სიხალისით უვსებთ თვალებს.
ახმაურდა ეზო-კარი, 
ზამთრის სუსხი არ ადარდებთ,
ზამთარია... სიცივეა...
ჟრიამული ათბობთ ბავშვებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი