აღსარება - მოძღვრთან
- შენდობას ვითხოვ... - ღმერთმა შეგინდოს, - დამლოცე მამაო... - გლოცავს უფალი... ჩემი ცოდვებით დამძიმებული მოვედ ქრისტესთან, როგორც სტუმარი. ცოდვები მძალავს, მერჩის ბუნება, ეს საცდურია დაძაბუნებად, ლოცვას რომ ვიწყებ მერევა აზრი, გონება ფიქრით სხვაგან გადადის. წყალობას შეგთხოვთ, ლოცვა-კურთხევას, შეგთხოვთ ცოდვილის კვლავ მობრუნებას, ბევრი ვეცადე, ბევრჯერ ვიძლიე, ცოდვით ცხოვრება ვერ დავივიწყე. - შემინდე მამაო მსახურო ღვთისავ, მონად მიმიღოს უფალმა თვისად, - ღმერთმა შეგინდოს, მოგცეს სიმშვიდე, სამკვიდრებელი ქვეყნად და ცისად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი