ვახტანგ გორგასალი
მეფე და ღმერთი შეხვდა ერთმანეთს, ორთა ერთობით შეიძრა ზეცა, ამ სოფლად უფლით მირონცხებული, არ ახარებდა ღვთის დამგმობ მტრებსა. სულიწმიდისგან მადლით სხივობდა, გულში ნათელი უფრთხობდა ბნელსა, მიწაზე მეფე ღმერთად ადიდეს, თვითონ გლახაკის ითხოვდა ძღვენსა. სამშობლოს ფარად ედგა ღვთის ნებით, ერში ერთობის სიყვარულს თესდა. არას ითხოვდა თავის შრომისთვის, მსახურად თვლიდა თავს ამა ქვეყნად. იუდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, კიდევ განიხსნა ბოროტის თვალნი, ღალატით მოკლეს დიადი მეფე და გაახარეს გულებში ავი... მეფე და ღმერთი შეხვდა ერთმანეთს, მეფე გლახაკის ითხოვდა ძღვენსა, მთელი სიცოცხლე ხალხთა მსახური დღეს დიადემით დგას შემოქმედთან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი