ბედობას
მოდით ამ ახალ წელს დავიბედოთ, გულში სიყვარული ჩავიბეჭდოთ, მტრობა და ღალატი არ გავბედოთ, მოდი ჩახუტება დავიბედოთ. სადაც გაჭირვებულს თვალი მოვკრათ, ლუკმა თუნდაც მცირე გავიმეტოთ, ქუჩას წაქცეულს თუ დავინახავთ, უმალ ხელი ვკიდოთ, ავაყენოთ. მოდით ამ ახალ წელს გავიხსენოთ, ძველი მეგობრები და ვიმღეროთ. ბავშური სიცელქე დავიბედოთ როგორც პატარებმა და ვიცეკვოთ. მოდით მეგობრები გავიხსენოთ, ვინც არ გვინახია წლების შემდგომ, დრომ დაშორება რომ არ გაბედოს ძველი სიყვარული გავამრთელოთ. მოდით ამ ახალ წელს დავიბედოთ, ერთურთის სიყვარული ჩავიბეჭდოთ, წრფელი სიყვარულით დავიმღეროთ, მოდით ერთად ყოფნა დავიბედოთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი