ტიტანთა ბრძოლა (წინაპრებს)


ერთხელ ვუყურე ტიტანთა ბრძოლას,
მათ ტიტანური უჩქეფდათ გენი,
ისე იბრძოდნენ, როგორც ლომები,
თითქოს სიცოცხლემ დაუთმო დღენი...
ტიტანთან შებმაც ერთმა გაბედა,
ცხოვრება არის ის ერთადერთი,
მათ იერიშით ზეცაც აიღეს
და დააფიქრეს სიკვდილი ბნელი.
დროებამ სძლია, სძლია განგებამ,
ტიტანთა სახეს წაერთვა ფერი,
ერთხელ ვიხილე მე მათი ბრძოლა,
და სამუდამოდ დარჩება ჩემში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი