სიყვარულით მთვრალი


რატომღაც მესტუმრა თოვლი,
ზამთრის სუსხიანი ქარი,
მაინც ვერ მიიღეს სევდა,
მაინც ვერ მომგვარეს დარდი.
როცა გარეთ ქროდა ქარი,
როცა გაგიჟებით თოვდა,
სევდას არ მივეცი თავი,
გულში სიხარული მქონდა,
ზამთარმა მოიტანა სუსხი,
ირგვლივ მარტოობა მოსჩანს,
მე კი სიყვარულით მთვრალი,
გაზაფხულს დავუცდი მოსვლას...
სულ არ მეჩქარება არსად
და არც სიმარტოვე მბოჭავს,
უკვე აღარა ვარ მარტო,
არ ვგევარ ეულს და მსტოვარს...
ვიცი გამოთბება მალე,
მთაშიც იყვავილებს ვარდი,
ბარში სიხარული მოვა,
გულში ერთადერთი ქალი...
სტუმრად მომევლინა სევდა,
ზამთრის სუსხიანი ქარი,
მე კი სიხარულით დავხვდი
მარად სიყვარულით მთვრალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი