რად მერკინები
რად მერკინები სიკვდილო, რა ქარმა შემაგიარა, ჩემთან შეჯიბრიც შარია, ომმა ხომ გაგატიალა... ქართული სისხლის ნაწაფებს, უკვდავების მაქვს ფიალა, ჩემთან მრავალნი დაეცნენ, შენც ვერ მაიხვეჭ ნიადაგს... რატომ ხარ ბნელით მოსილი, ავი რად დაგმართნია რამ, ვიცი რომ მრავალთ აშინებ, ქართველთან გულის ფრიალ გაქვს... ვგონებ რომ გზები შაგშლია, ტყუილად დაღლი იარაღს, სისხლის ქართულად ყივილთან ვერ დაიმკვიდრებ ნიადაგს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი