** ** ** (მხოლოდ ერთია)


ჩვენს შორის პოეტი - მხოლოდ ერთია,
ბედის დამწერელი - უფალი ღმერთია,
გრძნობის აღმწერელი - ნაწერი ლექსია,
ქვეყნის სილამაზე - შენს თვალებშია.
ზოგჯერ პოეტებიც რითმათა თარეშით,
აზრებს ვეღარ კვეთენ, გრძნობების პაექრში,
ბედის დასაწერად უფალი არ ჩქარობს,
ჩვენს ნატვრას მოისმენს და საქმით გვკარნახობს,
გრძნობა რომ ავღწერო არ კმარა ლექსები,
არ კმარა სიტყვები, არც ტკბილი ჰანგები,
სამყაროს მშვენება შენს ლამაზ თვალებში
ისე აღითქმება: როგორც ზღვა - ტალღებში...
ჩვენს შორის პოეტი - მხოლოდ ერთია,
ბედის გამგებელი - უფალი ღმერთია,
გრძნობის აღმწერელი - მრავალი ლექსია,
მთელი სილამაზე - შენს თვალებშია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი