ფიქრებს ავყევი
ვატყობ რომ მუზა შემომეხარჯა, შემომელია ალბათ სათქმელი, უკვე რამდენი, რამდენჯერ თქმული, ლექსებად ვწერე განააზრები, ლამაზად ვამკე სევდით სათქმელი, ფერად-ფერადი დავუგე ფარჩა, აღარასოდეს არ დაბრუნდება, ჩემი წარსული - წარსულში დარჩა. მოგონებებით ვხვდები ალიონს, აწმყოს სათქმელი გამოჰლევია, წარსულის სევდა გულში ჩამესმის და მომავალი ცოტა ბნელია... ვატყობ რომ მუზა დამბლაგვებია, შემომლევია სიტყვა სათქმელი, არ იფიქროთ რომ სევდა მწვევია, ისე, უბრალოდ... ფიქრებს ავყევი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი