ფენის
შენ ის პატარა ხარ სახელად ფენი კვლავაც რომ ასე ძალიან მიყვარს გზა ისე შორი ფენი და ქარები ახლაც ხომ გიჟივით ჰქრიან რამდენი დღეები გასრულდა თითქოს მე გელი შენ კი ველები გიხმობს ამოფრინდება ოდესღაც წლები და ვიცი, სადღაც მაინც მომიხმობ, მაშინ პირველად სახლის კუთხეში წავაწყდი მტირალს და დედისერთას და სახლი ძველი ფანჯრებიც მრუდე თვალები უცხო მასში ღელავდნენ და შენ პატარავ სახელად ფენი კვლავაც, რომ ასე გიჟივით მიკრობ გზა მარად შორი ქარებით სავსე და სუნთქვა შენი იისფრად მამხელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი