ასეა ეს
ასეა ეს ლექსის დაწერა მინდა და თავს ვეღარ ვუყრი სტრიქონებს, ასე მგონია დაწერილს არავინ არ მომიწონებს. პოეტი უბრად ვინ ნახა, მუზა მეწვია ამ დილით, ამიფრიალა ცის თაღმა ღრუბლის ქათქათა მანდილი. ხან ერთი აზრი ჩამივლის, ხან კი სხვა ჩამომიქროლებს, საწუთროს უკუღმართობა სათქმელს ორმაგად მიგროვებს. მოდი, გავბედავ და ვიტყვი, გონებას რაც მოადგება, ვინ იცის, იქნებ ვიღაცას რამეში გამოადგება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი