მუზა
სამყაროს ვჭვრეტ ათასფერადს, ცასა ვგრძნობ და ხმელეთს ვხედავ!.. სტრიქონს ვეღარ ვიმორჩილებ, მუზა ისე გათავხედდა! მუზა, ზღაპრულ ფრთით მოსილი, გონს და ფიქრებს ერეკება, ცინცხალ ფრაზებს შთამაგონებს, რადგან იცის მელექსე ვარ. ის შემოჯდა სულის სიმზე, საღერღელი ამიშალა, სტრიქონ-სტრიქონ დავიცალე, გაგონილა ამისთანა? ლექსად აკინძული სიტყვით, ვცდილობ მივწვდე შორით საკრალს... სულს მიბზარავს, გულს მიდუღებს, მელანს სისხლის ფერი დაჰკრავს. მუზა, ზღაპრულ ფრთით მოსილი, გონს და ფიქრებს ერეკება, ცინცხალ ფრაზებს შთამაგონებს, რადგან იცის, მელექსე ვარ. სამყაროს ვჭვრეტ ათასფერადს, ცას შევსცქერ და ხმელეთს ვხედავ!.. სტრიქონს ვეღარ ვიმორჩილებ, მუზა ისე გათავხედდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი