ვინ არის პოეტი


ვინ არის პოეტი
და ნეტავ, რა უნდა,
ბინადრობს აზრებში,
რაღაცის თქმა უნდა.
სულით მოთარეშე,
მეუფე სიტყვების,
მწყემსი და ფერმწერი
ციური ფიქრების.
რაზე წუხს, რა სტკივა,
ნეტავ, რა აცინებს?
რა ხდება ისეთი,
რომ აღარ აძინებს!
ამბობენ გიჟია,
ხანდახან ვერ არის,
ირგვლივ ბრბო ხარხარებს,
ვერ ამჩნევს ვერავის.
ბრბო მაინც ბრბო არის
და მიეთ-მოეთი...
პოეტი ღმერთია,
დაფრინავს პოეტი.
პოეტი ბავშვია,
დასკვნებს ვერ აკეთებს,
დაკეტეთ ფანჯრები,
ფანჯრები დაკეტეთ!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი