რაც კარგები ვართ


„რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, 
ვიღაც დასცინის თავს.
კაცმა ინანა კაცად გაჩენა
და დაემსგავსა ქალს.

რის ქართველი ხარ, რა ქართველი ხარ,
მტერს და მოყვარეს ურევ,
შინაური გძულს, გულგრილად უცქერ,
გადაბრუნებულ ურემს. 
             
ხომ ხედავ, ახლა კარგად არა ხარ,
აღარ გწამს უფლის უკვე,
აღარ გისმენენ, შენც აღარ უსმენ,
ეშმაკს საკმეველს უკმევ.

ხომ ხედავ, უკვე კარგად ვერა ხარ,
სვამ საწამლავს და კვდები,
ვერ ხედავ, სხვისი მორჩილი გახდი,
ნუთუ ვერაფერს ხვდები?

და თუ აქამდის ირგვლივ არავინ
არ აგიხილა თვალი,
მოდი, შენ სცადე, იქნება შეძლო,
გადაირჩინო თავი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი