******


დრო ისე მიქრის, -
თვალს ვერ ვაყოლებ,
წარსულში ჩანდა შორი და ნელი...   
დღეს მომეახლა სიბრძნის ასაკი -
შუბლდაღარული ორმოცი წელი.

მაგრამ კვლავ დამრჩა გზა გასავლელი,
არც გავურბივარ, არ მაკრთობს იგი!..
მხრებზე ლოდივით მაწევს წარსული,
თმადათოვლილთა დამდგარა რიგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი