დრო აღარა მაქვს ფიქრის
დრო აღარა მაქვს ფიქრის, სიცოცხლე წამებს მითვლის, აგერ მომადგა კართან, ეს შუახანი თითქმის. დრო დაუნდობლად მიქრის, წამებს ქურდივით მპარავს, ქურდიც არის და გულქვაც, მინგრევს ოცნების კარავს. ქორივით მტაცებს დღეებს, დროს ვერ მივაგებ პატივს... მძულს და წიკწიკიც მზარავს, საათის ციფერბლატის. ვთქვათ და, დავამსხვრევ საათს, მაგრამ დრო მაინც გარბის. ვერ დავაბრუნებ გზიდან, შორს გადაფრენილ აპრილს. დრო აღარა მაქვს ფიქრის, გზა გასავლელი მიცდის, თუმც თვალს ვარიდებ საათს, დრო კი ულმობლად მიდის. დრო აღარა მაქვს ფიქრის, სიცოცხლე წამებს მითვლის, აგერ, მომადგა კართან, ეს შუახანი თითქმის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი