შუახევს
დაბლით წევხარ ქედის ხევო, მაღლით მშვენობ ხულოს ხევო, შუაში ხარ, ძმათა შორის, სიყვარულის შუახევო. სხეულს გილბობს აჭარისწყლის მორაკრაკე მდინარე, ხევ-ხუვებში გზაწვრილს იკვლევს, მთიდან ჩამომდინარე. გზა-ბაწარაც კვალში დაგდევს, მოფლეთილი ფერდები აქვს... ხავსდაკრული ქვა-ლოდები, შენს წიაღში ბერდებიან. შემზარავად გაჯგიმული ხახაღია კლდეები, ჩახვეული ჩახლართული, გაუვალი ტყეები. გმირ მხედართა ასპარეზი - სამარულო ველები, როგორ მინდა, სიყვარულით შემოგხვიო ხელები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი