მე სოფლელი ვარ


მე სოფლელი ვარ, 
შენ ქალაქელი,
რა გაქვს ჩემზე მეტი? -
თითქმის არაფერი.

და თუ არ ჩავთვლით იმას,
რომ ფლობ კომფორტულ ბინას,
მე კი ფიცრული მიდგას, 
სახლი - მდინარის პირას.

იქ ვისუნთქავ ხარბად,
ჰაერს სისხამ დილას,
მწვანე მოლზე ვგორავ,
ჩრდილში, - მუხის ძირას.

შენ შეზლონგზე ელი
ქოლგის ჩრდილში ნიავს,
უსმენ გამუდმებით
მანქანების გრიალს.

მე ვტკბები და ვუსმენ 
წყაროს წყლების წკრიალს,
ნიავს მონარნარეს 
და ფოთოლთა შრიალს.
მთისოდენა გულით
მიყვარს დედამიწა,
საბნად ცა მახურავს 
და ხალიჩად მიწა.

შენგან განსხვავებით
მოთმინება მჩვევის, 
დიახ! სოფლელი ვარ, 
მთიელობა მშვენის.

მე სოფლელი ვარ, 
შენ ქალაქელი,
და ჩემს გარეშე 
ხარ - არაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი