ტკივილის სარეცხი ჩამოხსენი


ტკივილის სარეცხი ჩამოხსენი,
მზერა უცნაურად გაახუნებს,
ისე დაიხლართა გულში ქსელი,
ფიქრებს არ უბრუნებს შვების ხურდებს. 

იქნებ ეგ ტკივილი გადათელონ,
იქნებ ეგ ტკივილი ჩემიცაა,
დადექი მყარად რომ გაამთელო
დაჭრილი გული რომ შეიცადა

გონმა და გაფანტა ამოხსნები,
სიყვარულს დაფარავს განა სევდა
ტკივილის სარეცხი ჩამოხსენი,
სანამ ცამ ისევე დაასველა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნანა აბულაძეპოეტი1 თვის წინ

❤️🤍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი