და არც წასვლაა დადასრული
აღარ ვუჯერებ ცისარტყელებს, ღრუბლები რით ვერ იცლებიან, მთვარეს სინათლე გააბრტყელებს, მთებს რომ ჩაუვლის ნისლებიანს. მიყვარდი, როცა გული ძგერდა, გისმენდი, როცა მწამდა შენი, სამარადისო სევდის ძეგლთან წარწერასავით წამეშლები. აქვეა შენი შესახვევი, ღამე სიშორის ზღაპრებს ყვება, მალე ქარებთან შეთანხმებით ჩვენი წვიმები დაიწყება. სულს რომ გუბეებს უჩენ ნდობით, წარმოსახვები ხირდებიან, აჯანყდებიან უჩვენობით, რაც კი ქალაქში ხიდებია. აჯანყდებიან წიგნები და სანიშნეებსაც მოისვრიან, მივდივარ შენი მიგნებიდან, თვალები დარდით მოგნისლია. მივდივარ გული განა მწყდება, მივდივარ განა ტკივა გული, ზოგჯერაც წასვლა გადაწყდება და არც წასვლაა დასასრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი