გაფრინდებიან
**** ვის გაუცვლია კრეისერი უგვან ტივებში?.. ის პეპელა ვარ, ცხოვრება რომ ფუჭად გალია, შენ რომ გგონია სიყვარული უმარტივესი, ღმერთის რისხვაა, ცის ელვაა და გრიგალია. შეხედე თვალებს, ზეცის მეტრფე იყო ოდითგან, დახედე თითებს, დაუგლიჯავს ნარი , ეკლები... სულის თავანი გადათოლე ლექსით მოდი და , ვერც ცხოვრებში ვერც სიკვდილში ვეღარ ვერკვევი. აჰყვება ქარებს იასამნის ნაზი რტოები, მზისგან ისწავლის სათნოებას, სპეტაკმძივიანს, ამ სიჩუმეში ბნელეთივით განმარტოვდები, ზოგჯერ დარჩენა გაქცევაზე უფრო მძიმეა. ამღვრეულ სულით გადახედავ ბნელ ჰორიზონტებს, ზოგჯერ ტკივილი სიცილივით გადამდებია. შენი თვალებით ჩემი წილი ცა მომიზომე, იქ ჩვენზე ადრე ეს ლექსები გაფრინდებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი