მწყდება სულიდან


შენაც როგორაც მთავრდებიან ისე დამთავრდი,
აღარ გიამბობ, რა ვისწავლე გაზაფხულისგან,
და შენი სული ყველა სულზე უფრო მართალი 
მწყდება სულიდან..


არ მიძებნია ნაქარალი იასამნები,
ფიქრებს გაუდით შარუშური, გორზე ნისლია,
ვერ გამიგია ფიფქი ხარ ,თუ ნიავს ადნები,
სხვა მასპინძლობა შესძლებიათ ქოხებს ისლიანს.


მეც ამანისის ბაღებივით ვსევდიანდები,
როცა უშენო ჰორიზონტებს სახეს მივუშვერ,
ქარის დედოფალს, მეცხრე ციდან უფსკრულში  დევნილს,
ნაოჭებივით დატყობია ტანზე სიმრუშე.

როგორ დასრულდა უანშლაგოდ ლურჯი სპექტაკლი,
არ შემახსენო რა იწყება დასასრულიდან, 
შენი  სული კი, ყველა სულზე უფრო სპეტაკი,
მწყდება სულიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი