ვერასოდეს
ვისთვისაც მოკვდი და დაიმარხე, ვისთვისაც მიწა და მტვერი ხდები, არასდროს განკურნავს თავის ნახმლევს, არც მაშინ სულად რომ აღმოხდები. არასდროს იფიქრებს შეცდომებზე, შენს ტკივილის უწამლებს ვერაფრით და, ინანო აჯობებს, შენც რომ ენდე, სული ხარ, რომელიც ვერ გაფრინდა. ვისთვისაც მოკვდი და იმარხები, ვისთვისაც მიწა ხარ, ყომრალი ხარ მისთვის იმ ხესავით უხმოდ ხმები, ჩუმად რომ უყურებს ოთახიდან. მისთვის დაიბადე ტალღებიდან, დღეს ხვალის ტვირთი და სასოც ხდები. თუმცა ვერასოდეს აღდგები და მისთვის ვერასოდეს გაცოცხლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი