ზოგჯერ
უკვე ძველებურად აღარ დავფეთები, სხვისი ყვავილებიც თვალებს მინაბავენ, ლპება შენზე ფიქრი, მთვარით ნაფერები, მკვდარი ჩიტივით რომ მიწას მივაბარე, ბევრჯერ დავუყარე ღორებს მარგალიტი, ბევრჯერ გამითელეს ფეხქვეშ მზეები და ახლა ძლიერი ვარ, უკვე აღარ ვტირი, უკვე არაფერი შენგან აღარ მინდა. მოდის შემოდგობა- ფიქრის შეჯამება, აღარ გეახლებით უკვე სალაფავებს, ზოგჯერ ჩემი ყველა ლექსი მეჯავრება, ზოგჯერ ყველა შენი ლექსი მასაფლავებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი