მიმატოვე


ყრია ქვიშაზე ნიჟარები,
თითქოს სივრცეა უღიმღამო,
უკვე აღარც კი გიჯავრდები,
არ მსურს სისხლივით დამეღვარო.

ნუღარც ლექსებში მისაფრდები,
სიტყვების უკან ბნელეთია,
არ დარჩათ რამე მისართმევი
ვეშაპებს, სულისელენთიანს.

ცხრა მთას იქით რომ გორებია,
იმის იქითაც დარდი ხარობს,
სიცოცხლე ტანჯვის მორევია,
აღარ მგონია დამეხმარო.

ამოაქვთ გულის კიდობნიდან,
ცის აფთრებს შენი ტეხილები,
დამალობანა კიდევ გინდა
დაიხუჭე თუ იხილები .?

ტკივილს ძვლებივით დამიხრავდი,
მეგონა, დაშლი ცის ატომებს,
ყველაზე მეტად შენ მიყვარდი,
შენ კი უფსკრულთან  მიმატოვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი