არის ამინდები
არის ამინდები, არ მინდები, ფიქრები ქარაშოტს მიჰყვებიან, შემოდგომასავით დაბინდდები, სიჩუმე კეთილი სიტყვებია. მზეც რომ დამიმარცვლო სტრიქონებით, გადაწვა დუმილის ჩარდახები, მაინც სინანულთან სინქრონდები, როცა სახადივით გადამხდები. არის ამინდები, დავიბნევი, გამახსენდები და ვარღვევ დუმილს, ლექსის მძივს ვერასგზით დავიბნევდი, როცა შენი ცაა ამღვრეული. როცა წუთებია გარინდების და შენი სიშორის ლოდი მამტვრევს, არის ამინდები, არ მინდები, არის ამინდები მოგინატრებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი