რატომ არ ბრაზობ


არ  მსურდა ზეცა შენს ცაზე მეტი,
მკრთალი ხილვები მიკაწრავს ხვალეს,
როგორაც გსურდი, იმ ძალით მელტვი,
მოგონებები სიმშვიდეს ხრავენ.

სულის შანდლებზე ლოცვას დაღვენთლს
ცეცხლი გაუჩენს უცნაურ ღარებს
შენი თითები გამხდარან ღმერთი,
გამოუძერწავს უღმერთო ღამე.

ფიქრი საზღვრებს და მავთულებს ავლებს,
ვეღარ ამწვანებ ჩემს გულში გაზონს,
უშენობა რომ მიკოცნის თვალებს,
რატომ არ ბრაზობ, რატომ არ ბრაზობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი