იმედი
ერთ სისხამ დილით გამაღვიძებს სიზმრების ხვატი, რჯული და ხატი, რომ ყოველ დღე ვგეგმავდი წასვლას, რომ ეს წლებია გული ყვირის, რატომღაც ხმა კი, ვერც ზღვას ვერ მისწვდა, ვერც ხმელეთს და ისევ სულს ვწამლავ სევდის ბალღამით...ზღაპრებიდან გადმოყრილ დევებს ვდარაჯობ ლექსში, არ ჩამიქროს იმედის ლამპა, უწყალოდ გვდევნეს, გამოგვრიყეს და ჯვარზეც ვევნეთ, ომი კი დარჩა ძმათა შორის უმწარეს ამბად. სოხუმში პალმებს ცეცხლს უკიდებს უჩვენო დილა, ქვიშაზე ზღვაც კი მონატრების ნაკვალევს ტოვებს , ლექსს რომ შეეძლოს დაგვაბრუნოს, ეჭვები მკილავს, მოგვაშორებდა ოკუპანტის მარწუხა ტორებს. ჩემო ტკივილო, სამოთხიდან განდევნას გადრი, რუხის ციხიდან სანატრელი დღეები ჩანან, ერთ სისხამ დილას ჩავალაგებ ჩემოდანს დარდის, ენგურის ხიდზეც გადავალ და სოხუმშიც ჩავალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი