უჩინარდება
რამდენჯერ უნდა მოვიბანო გველის ნაგესლი, შენს მშვიდ თვალებში ლექსის ნაცვლად ტკივილს ვკითხულობ, როგორ არ გესმის, მოყვარულო, როგორ არ გესმის, ყველა წიგნის ყდა კარებივით უნდა მივხურო. დარდის თევზები დაცურავდნენ გულის ღელეში, მღვრიე სულიდან ჩამოვიხსნი დარდის ხურჯინებს, არ იხმაუროს გადაეცით ღრუბელს,გალეშილს, ქარში კელაპტრებს ვერაფერი გადავურჩინე. აპოკალიფსის მხედარივით უჩინარდები, სანამ უფალი მანანებად იმედს დაყრიდეს, არ დამეღალო ცის ტალღებზე განავარდებით, სული ვერ ისმენს ფსალმუნებს და ვეღარც საყვირებს, უკვე წლებია მოლოდინის ლოდებს მივათრევ, თუმცა სიჩუმე იკითხება უფრო დარდებად, ჯოჯოხეთში ვარ და თუ სანთელს არ მომინათებ, სიზიფესავით ყველა შრომა უჩინარდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი