ნეკერჩხალი


ხვალ სულს განუტევებს ოქტომბერი,
ღრუბლებს ჩამოირბენს ზეცის ნება,
ისევ დასველდება ოქროს ბრები,
ნეკერჩხილის თბილ ფოთლებს შესცივდება.

სული კვლავ მოირგებს ჩალის იერს,
ყველა გარდასახვა მოთოვს ცრემლად,
მოვა და ჩემს სულში ჩაიძინებს
გადასახლებული ფოთოლცვენა,

თუკი გული გიცემს გამალებით,
დაანთებს კოცონს და გავთბე იქნებ,
წარსულის წუთების წკვარამები
ქარის სადღეგრძელოს გათქმევინებს.

როგორ არ მინდოდა შენი ნახვა,
ახლა მონატრება გზებზე ჩხავის,
ყველა საიდუმლოს შეგვინახავს
ბაღში ლოცვად მდგარი ნეკერჩხალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი