არ გიყვარვარ
კაფავს გონება აზღვავებულ ტყეებს თუ ფიქრებს თითქოს ჩემი ხარ, მაგრამ დღეებს სხვისკენ მიყავხარ, იქნებ როგორმე შემომხედო, გამიგო იქნებ, იქნებ როგორმე დაგესიზმროს როგორ მიყვარხარ. ლექსადმოთქმები გადასცდება ალბათ დარიალს, ცამდე ავლიან სურვილები, ბევრი ისურვე, რას ჩაგახედე შავბნელ გულში, ჩემი ბრალია, უნდა ჩამეცვა სიცივე და დიდი სიჩუმე. გსურდა კოცნები, სილაღე და რაღაც მარტივი, მე ვერ შეგრისხავ, შენი სული რადგან შემეხო, ჩვენი ბედი კი გაიხლართა დენთში ნართივით, ნეტავ როგორმე მივაღწევდე სიმშვიდის ბექობს. თვეების ქორი დააცხრება ტრფობის ნარჩენებს თბილმა ჰაერმა მხოლოდ შენი სუნთქვა იკმარა, რომ ჩამოინგრა ის შენობა, ვერ შეაჩერე, ვერ შემიყვარებ ვეღარასდროს და არც გიყვარვარ . არ გიყვარვარ და ეს დღეები წრეებს უვლიან, იასამნები ტკივილისგან სულში გადახმა. ხელი გამიშვი, უშენობა ის უფსკრულია, სადაც უცნაურ ამ სიყვარულს სადმე დავმარხავ .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი