აღარც


გულიდან როცა გამოხვედი,
ყველა  ტკივილი დაირაზმა,
ყველა საღამო ფრთამოტეხილ
უმწეო ქედანს დაესმგავსა.
ფიქრიც არა მაქვს დასაფარი,
სიტყვაც   ვერ ვიხმე შესაფერი,
ცხოვრების მწარე სალაფავი
ვშთანთქე და მშთანთქეს ვეშაპივით.
როლები როცა გადავცვალეთ,
დღე ჰგავდა უხმო გაზმორებას,
სიმშვიდე გრძნობას ვანაცვალე,
გარდავიცვალე გაზონებად.
ფიქრებს ავყავარ ეშაფოტზე,
გულსაც ვეღარ ვგრძნობ რა ხანია,
ალბათ სხვა სივრცეს შემატოვეს,
ზვრებიც ეშმაკის ნახნავია.
შენ რომ გამითბე ის თითები
სადღა დავმალო ვეღარ ვხვდები,
უკვე შორიდან აკვირდები
როგორ აჩეხეს ვენახები.
დუმილის სულებს იძახებენ,
წვიმა და თოვლი გადამრიყავს,
ვუთხარი უკვე ცის ძახველებს
რომ აღარც ქარი აღარ მიყვარს .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი