არარაობა
ოთხის წუთებია.ახალგაზრდა პოეტების ნამუშევრებს ვეცნობოდი და ასეთმა ფიქრმა შემიპყრო: რაც თავი მახსოვს,ცხოვრების არსის ,სულის სიმშვიდის,ჭეშმარიტი სიყვარულისა და ღმერთის ძიებაში ვიყავი.განვლილი წლების მანძილზე,ერთი პერიოდის განმავლობაში მახრჩობდა სევდა,ხოლო მეორე პერიოდის განმავლობაში მწვავდა გრძნობათა ალი.ამ ორი უკიდურესობის წრებრუნვას დასასრული არ ჰქონია და კითხვებზე პასუხებსაც ვერ ვპოულობდი.თუმცა,ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ,გავიაზრე,რომ ყველაფერი,რასაც ასეთი სულგანაბული ვეწირებოდი-ამოვხსენი.და მათი ამოხსნა მიმდინარეობს იმაში,რომ უბრალოდ შევწყვიტე ყოველგვარი დამღლელი შეკითხვის დასმა.აღარ მეფიქრება იმაზე,რაც ადრე ასე ძალიან მადარდებდა.სიყვარულით აღარ ვიწვი,სევდით აღარ ვიხრჩობი,ღმერთი ვიპოვე,ხოლო ცხოვრების არსის ფორმულას რამდენიმე ამონახსნი მოვუძებნე.ბევრად მარტივად ვუდგები ყველა სირთულეს და ის,რაც ადრე მიჭირდა-ახლა უმარტივესი გახდა.ის,რაც ადრე მადარდებდა-აღარ მაღელვებს.შეღავათს აღარავის ვუკეთებ და მცირე შეცდომებსაც არ ვუნდობ.ყოველ უმნიშვნელო გამონათებას მზის ძალას ვანიჭებ.საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერს ვწერ,როცა დღეში 3-4ლექსს ჩვეულებრივად ვთხზავდი.მსურს განვმარტოვდე და ყველას გავექცე.გავაუფასურე მომავალი და წარსული-ვცხოვრობ მხოლოდ აწმყოთი.ფიზიკურად გამოვიფიტე,თუმცა თითქოს ის სულიერი სიმშვიდე ვიპოვე,რომელსაც ამდენი ხანი ვნატრობდი.ემოციურად გავქარწყლდი.აღარ ვარ ისეთი ცეცხლოვანი,როგორც უწინ.თითქოს საკუთარი თავი დავკარგე.ვაკუუმში ვარ და ცოცხალმკვდარს ვგავარ. ასე მგონია ვდეგრადირებ და ვემსგავსები ყველა იმ ადამიანს,რომელიც ადრე მძულდა.დავემსგავსე ყველას და მასას შევერიე.თითქოს თავს ვალდებულად მივიჩნევ ყოველთვის სულიერად ვიტანჯებოდე და რაიმე ფიქრით ვტვირთავდე თავს:”არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება”.ვფიქრობ მხოლოდ საიქიოში თუ შემეძლება განტვირთვა.ამქვეყნად კი გაუთავებლად უნდა ვიბრძოლო და ვიომო.მაგრამ ვისთვის ან რისთვის?-არ ვიცი.მიუხედავად შედარებით ახალგაზრდა ასაკისა,მიმაჩნია,რომ წუთისოფლის 80%გამოვიარე და ყველაფერს ახსნა-განმარტება მოვუძებნე.თითქოს ამ ყოველივეს აზრი აბსოლუტურად დაიკარგა და აღარ ვიცი რისთვის ვარსებობ.ეს,გარკვეულ წილად,ეგზისტენციალური კრიზისისა და ფსიქოლოგიური გადაღლილობის ნიშნებია,რაც ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობისთვის სრუილად ბუნებრივია.თუმცა მაინც ვერ ვისვენებ და ამ შავი ხვრელიდან გასასვლელს ვეძებ.ვიცი,რომ მეტისმეტად ქაოტურად და შეიძლება გაუგებრად ვმეტყველებ და აზრს ვაყალიბებ,თუმცა მაინტერესებს,თუ ყოფილხართ მსგავს არარაობაში და როგორ გამოხვედით ამ წყვდიადიდან.წინასწარ მადლობა.:)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ამ გზას,გამარჯვების შემთხვევაში,ჯილდოდ სიმშვიდე(სულის თავისუფლება) მოსდევს,ხოლო მარცხისას - ხანგძლივი,ანდა უცაბედი კვდომა.სამწუხაროდ,მინდა გაუწყო,რომ თავდასაღწევი კარი ჯერ არ მიპოვნია,მაგრამ მაქვს ოდნავ პოზიტიური შეტყობინება - ამ გზაზე,შენ მარტო არ ხარ.მართალია,გარშემო წყვდიადია,მაგრამ აი,ხომ ხედავ,ძახილზე რომელიღაც მოგზაური,ადრე თუ გვიან გამოგეპასუხება.