ცხოვრება


ბევრს ჰგონია,რომ ცხოვრება მხოლოდ შავი და თეთრი ფერებისგან შედგება,თუმცა ეს ასე არ არის.ამ სოფლის დაყოფა ორ ფერად ზედმეტად პესიმისტურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.ყოველ ჩვენთაგანს აქვს პრობლემები,დაბრკოლებები და სირთულეები.ხანდახან გვგონია,რომ ამ სირთულეების გადალახვა შეუძლებელია და ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ კოშმარის მაყურებლები ვიქნებით.გვგონია,
რომ ამ წუთისოფელს არანაირი აზრი აქვს,გარდა საშინელებათა ყურებისა და მათი გამოცდილებისა,რომლებიც არის:სიკვდილი,მკვლელობა,ძარცვა,ძალადობა,უსამართლობა და მრავალი სხვა.გვგონია,რომ შუქი აღარ მოეფინება ჩვენს ოთახებს და მხოლოდ და მხოლოდ წყვიდადი იმეფებს.ჩემი აზრით ადამიანებმა უფრო პოზიტიურად უნდა შევხედოთ ჩვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტს.ის ფაქტი,რომ დღეს მზემ გამოანათა,სითბოში ხარ,სახლ-კარი გაქვს,არ ხარ მშიერი და ახლო ადამიანები გყავს გვერდში-უკვე ცხოვრებას სხვა ფერებს სძენს.შემეკითხებით:„და რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა,რომლებსაც ზემოთ ჩამონათვალიდან არაფერი გააჩნიათ?”მე გიპასუხებთ,რომ ჩემი დაკვირვებებიდან გამომდინარე,აღმოვაჩინე ასეთი პარადოქსი:ადამიანებს,რომლებსაც არ გააჩნიათ ჭერი,საკვები,სასმელი,ფინანსური სტაბილურობა,ჯანმრთელობა და დაყუდებულნი არიან,ძირითად შემთხვევაში ცხოვრებას უფრო ნათელ ფერებში ხედავენ.მათთვის ისიც საკმარისია,რომ ღმერთმა კიდევ ერთი დღე გაატარებინა ამ ქვეყნად და სიცოცხლის ღირსად ჩათვალა.ისინი კმაყოფილები არიან იმითი,რომ დღეს პურის ფული იშოვეს და გამოიკვებებენ თავს.მათ სხვა ხალხის მომღიმარი სახეების ყურება სიამოვნებთ და ზოგიერთი მათგანი,რა ღარიბიც არ უნდა იყოს,აქეთ ეხმარება სხვებს:„რასაცა გასცემ შენია,რასც არა დაკარგულია”.
ადამიანების პრობლემა იმაშია,რომ ისინი არ აფასებენ იმას,რაც გააჩნიათ და ყველაფერს მხოლოდ შავ ფერებში ხედავენ.ეს წუთისოფელი ხშირ შემთხვევაში ზედმეტად კატეგორიულად და არაჰუმანურად გვეპყრობა.თუმცა თუ მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე ვიფიქრეთ-რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს?ხანდახან ვფიქრობ და მაგონდება,რომ მე მაქვს ჭერი,საკვები.მყავს ახლო ადამიანები და დედ-მამა.ზუსტად ეს არის ბედნიერება.ვცდილობ არა წარსულზე ან მომავალზე ვიდარდო,არამედ დღევანდელი დღით დავტკბე.ყოველთვის მინდა,რომ გზააბნეულ ადამიანებს თვალები ავუხილო და დავანახო,რომ ხანდახან არც ეს ცხოვრებაა ასეთი სასტიკი და საშინელი.ყოველ ღამის შემდეგ მაინც თენდება.ყოველი წვიმის,თოვლის,ქარის შემდეგ-მზე ამოდის.ის ფაქტი,რომ შენ გაიღვიძე უკვე იმის დასტურია,რომ ტყუილად არ გათენებულა შენთვის ეს დღე და უნდა დააფასო.სუიციდი გამოსავალი არასოდეს არაა.აქ თუ ვერ იპოვებ შენს თავს და თვითმკვლელობას აირჩევ-ვერც საიქიოში მოისვენებს შენი სული.აგრეთვე ასე მგონია,რომ თუ ცხოვრებამ ამ ქვეყნად დაგსაჯა-იმქვეყნად მაინც იცხოვრებ და არა იცოცხლებ.ამიტომაც დავაფასოთ ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი,უფრო პოზიტიურად შევხედოთ და როგორც არ უნდა გართულდეს-არ დავნებდეთ:)🤍

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
Giush Sikharulidze⚜..:...Carpe Diem...:..⚜3 თვის წინ

კარგი სამოტივაციო წერილია❤️

მადლობა🫶🏻

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი