***


მერამდენე დღეა ძილის მაგივრად ირჩევ ფიქრს?ფიქრს,თუ რატომ ხარ ასეთი.ვერ ერგები სოციუმს.არცერთ კატეგორიაში ჯდები.ყველას უგებ,თუმცა შენ ვერავინ გიგებს.არა მხოლოდ უცხო ხალხი ,არამედ თვით შენი ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ გიგებენ.მაგრამ როგორ გაამტყუვნებ,როცა შენ თვითონ ვერ უგებ შენს თავს?ვინ ხარ?რა ხარ?ადამიანი ხარ?თუ უბრალოდ არსება?მერამდენე დღეა ანებებ სიგარეტს და სხვა მავნე ჩვევებს თავს?ადამიანის ფუნქცია ხომ არა თვითგანადგურებაა,არამედ თვითგანვითარებაა.შენ კი თვითგანადგურება სიამოვნებას განიჭებს.სევდაში კომფორტს პოულობ.მარტოობის შიში დაძელი.გახდი უდარდელი.დაკარგე იმედი.იქნებ-და უცხოპლანეტელი ხარ?იქნებ ამ ქვეყნად არ უნდა დაბადებულიყავი.იქნებ შენი ადგილი სხვაგანაა.სადღაც შორს,შესაძლებელია ამ სამყაროს იქით.იქნებ არსებობს სადმე ისეთი ადამიანი,რომელთანაც შენი თავი იქნები.ვინც სარკეს მოგიტანს,შენს რეალურ სახეს დაგანახებს და არა ხელოვნურად შექმნილს.მაგრამ მოგეწონება კი შენი რეალური სახე?შენი რეალური სახე უმწეო ბავშვია,თუ ბოროტი ადამიანი?თუნდაც ბოროტი ადამიანი იყოს-რამ მოგიყვანა ამ მდგომარეობამდე?ვინ/რამ შეგცვალა ასე კოორდინალურად?ბავშვი დაბადებისას ხომ თეთრი ფურცელია,რომელიც დროთა განმავლობაში ივსება.უმანკო და უბიწო არსება.რა სასტიკია ეს სამყარო,რომ ამდენ ადამიანს ასეთ გზაზე აყენებს.მაგრამ ამაში ხომ ადამიანის სისუსტეც ჩანს.შენ დაინგრიე,შენ დანებდი.
,შენ განადგურდი.მაგრამ განა ეს შენი ბრალი ან არჩევანი იყო?რათქმაუნდა-არა.ამდენი კითხვა და არცერთზე სრული პასუხი.ასეთია ეს წუთისოფელი-უცხო და მისტიური.ამდენი უცნობი საიდუმლო და ამოუხსნელი ამოცანა.ნეტავი როდის ვიპოვით ჭეშმარიტების გასაღებს?ალბათ არასოდეს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი