გუშინ კი თოვდა
გუშინ კი თოვდა,თოვდა და თოვდა, ჩემი ხელები სიცივეში თრთოდა. მისი ღიმილი მე კვლავ მათვრობდა და ეს სიტურფე ჩემს გულს ალბობდა. გუშინ კი თოვდა,თოვდა და თოვდა, ღამის სიჩუმეში ფოთლები ძრწოდა; ჩემი სხეული ტკივილსა გრძნობდა, თუმცა ტკივილს ვერ უმკლავდებოდა. გუშინ კი თოვდა,თოვდა და თოვდა, ნიავში ფიქრები მეფანტებოდა; ჩემი გული კვლავ მას შეჰნატროდა და სხვას მისნაირს ვერა ჰპოვებდა. გუშინ კი თოვდა,თოვდა და თოვდა, მზის სხივი ოთახს ეფინებოდა; ჩემი სრტროფები მას ეძღვნებოდა, ის სხვას ვერავის შეედრებოდა! გუშინ კი თოვდა,თოვდა და თოვდა, ამ ფანტელებმა ის მომაგონა; მისმა ლექსებმა მე შთამაგონა და დამავიწყა არარაობა. გუშინ კი თოვდა,თოვდა და თოვდა, ჩემი ხელები სიცივეში თრთოდა, მისმა გრძნობებმა მე გამაოგნა და მე მივეცი ძველებურ ლტოლვას…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი