ეს სოფელი მიტომ მინდა,შენ გიყურო,ჩემო მზეო
ეს სოფელი მიტომ მინდა, შენ გიყურო ჩემო მზეო, მაგრამ მზე რაც დამიბნელდა, აღარაფერს ვნატრობ,ღმერთო! დაეღვირება ჩემკენ გავაზი, რად ამიჩემა არავინ იცის; გაზაფხულია…რატომ არს ვაზი? ენკენისთვეც რატომ იცინის? ეს მხილებაა,თუ კადნიერება? კულმინაცია აწ იჩენს თავს; უბედურებაა თუ ბედნიერება? მგონი ჟამია შევცვალოთ გზა! აპრილის სიო აარხევს ფოთლებს, გაზაფხული ააყვავებს ნუშს; დატოვებს სიბნელე მყუდრო ოთახებს, მზე გააცოცხლებს ნორჩ ვარდის ბუჩქს. მალე დადგება ვარდობის თვეც, ალბათ შეგხვდები,ჩემო მაისო; როს შემოვივლით მთა-ბარს,ხე-ტყეს, ამიხდენ ოცნებას,ჩემო დაისო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი