არსი
რა უცებ გასულა ამდენი წელი, გაუჩინარდა ჩვილური ლაღობა; მე თვითონ მიკვირს,ახალს რას ველი, თუ მხოლოდ ისმის სიმწუხრის გალობა. ეს ჰანგებია,რაც მამოძრავებს, გრძნობებს ლექსების სტროფებში ვაფრქვევ; სიყვარულია,რაც აგვამაღლებს, ცხოვრების არსს მე ტრფობას ვარქმევ. რა არს ამ სოფლის იდუმალება? არავინ იცის,თვით ღმერთმაც მაღლა; კითხვაზე პასუხი სად იმალება? ალბათ გამოთქვამს ეს ცის კამარა. მაგრამ მხილებას არა აქვს აზრი, არ გვძალიძს ხალხსა ცხოვრების შეცვლა; ამ მიწას ღმერთმა უბოძა არსი, ის არის,ვინც ეს სამყარო შექმნა. მაშინ მივუყვეთ მდინარის დინებას, ვნახოთ ადამში რა ბედი სახლობს; როდესაც შევწყვეტთ უაზრო გინებას, მაშინ მივალთ სიმართლესთან ახლოს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი