ოცნებები, ილუზიები…
უძილობისგან გადაღლილი ვარ, თავი მგონია მე უცხო სახლში; ალბათ ოცნებებში გადაკარგული გამოვფანტულვარ არე-მარეში. ეს ოცნებები და ილუზიები… რა ვქნათ,რომანტიკა მწყურია ახლა; არა ხორციელი ვნებები,ღელვები, არამედ წმინდა სიყვარულის განცდა. რად მინდა უაზრო გრძნობა,ვით კახპა, უხინჯო მიჯნურად ვევლინე ქვეყნად; ნამდვილი მოყვასის პოვნა რა გახდა… ალბათ არავინ დამებედა მეფედ. ჩემი ბედია-სოფლის სიმწვანე, ჩემი მოსაუბრე არის ბუნება; როგორ ჩავახშო გულის სიმწვავე და შევიცვალო ურჩი გუნენა? ალბათ ოდესმე ვპოვებ ტარიელს, მე ხომ ნესტანი ვარ,დარეჯანი; როდესაც ვპოვებ მინდორს,ცარიელს, გავხდები ფრინველი მე გარეგანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი