ისევ


დღეთა ბროლება,ისევ ხეტიალი,
სახლად-მთაწმინდა,მოძმედ კი-ღამე;
თავი მგონია მინდორი ტიალი,
რომ ვერ უყვება პირიმზეს ამბებს.

ჩემს გულში ცეცხლი გიზგიზებს მარად,
ქაოსი ისევ ამიბნევს გზას;
აპრილის დღენი დარჩება დარად,
წუხილს გავატან ამ ლაჟვარდ ცას.

მე ისევ ვუსმენ dilla-s და წერილს
და ყველა სტროფში ვიგონებ მას;
ეს ქალიშვილი ისევ შენ გელის,
რადგან ვერ ჰპოვებს ამქვეყნად სხვას.

ისევ ვკითხულობ გალას და გრანელს,
შთამომავალი მგონიხარ მათი,
ყოველდღე ვითვლი დარჩენილ წამებს,
როდესაც მოვა შენი ბარათი.

თუნდაც გამიწყრე,თუნდ ჩაირაზო,
მაინც ვიპოვებ გასაღებს კარის;
რომც ვერ გავიგო მორიგი ზარი,
მაინც მოგიძღვნი მე ლექსებს ავდრის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი