როგორ?!


რა ნათელი ხარ და თან რა ბნელი,
ინი თუ იანი,ვერ გავერკვიე.
ჩემს თვალში ბავშვი ხარ უვნებელი,
მაგრამ თავს იჩენ,ვით ზღვას,შავს,მღვირეს.

სპეტაკი სულის პატრონო,ესრე რამ
გამოგცვალა?
ზამთრის სუსხმა და სიცივემ დაგაკარგვინა ძალა.
ალეგორია მგონიხარ,კითხვა და გამოცანა;
ტიციანი,ტერენტი,გია ფერაძე თუ გალა?

როგორ გაღირსო ნათელი დღეები,
როგორ მოვფინო შუქი შენს ოთახს?
ვფიქრობ ამაზე შფოთვით და ღელვით
და ამ ოთხ კედელს ისევ ვცემ ბოლთას.

ალბათ არ ძალმიძს,არ მეხერხება,
ვერ ვაღებ კლიტეს,ვერ ვაღებ სარკმელს;
არ ვიცი,აწი,ვინ მებრალება
და ვერა ვამბობ მე ჩემსა სათქმელს.

მხოლოდ ჩემს დღიურს თუ გაეგება,
ის,რასაც დავწერ,ის რასაც ვიგრძნობ;
ხანდახან ვნატრობ,ადრე გამებედა,
მარად გაქრობა და ყოფნა მარტოდ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი