ნუ შეუშინდები ნურაფერს,სცადე!


ნუ შეუშინდები ნურაფერს,სცადე!
ცდა ხომ ბედის მონახევრე არის;
იქნებ-და უყვახარ მას,ვისაც ნატრობ,
იქნებ-და უყვარხარ მას,ვინც შენ გათბობს.

რომც არ უყვარდე,შენ მაინც სცადე!
გავიდეს წლები და მოხუცი გახდე;
მაშ გაიხსენებ სიყრმის სიყვარულს
და ვერ მოირჩენ ართქმის სინანულს.

ნურაფერს ნანობ,არ დაიდარდო!
თეთრი გედიც მოვა მალე,კარგო!
დღესასწაულიც დადგება მალე,
ნუ ჩაირაზები ოღონდაც,მალენ!

ჩემო ბეღურავ,რას გაირინდე?
შენ ხომ ჩიტი ხარ,უნდა გაფრინდე!
გაშალე ფრთები,იცეკვე ლაღად,
უსმინე წერილს,იყავი კარგად!

იმედი გქონდეს ნათელი დღეების,
რადგან ალიონი მზის ისევ გელის;
ნუ გაუწყრები ავ ბედისწერას
და ნუღა შეწყვეტ ლექსების წერას!

გემშვიდობება შენი ვერონა,
თან დაგიტოვა ვარდების კონა;
ვარდები თეთრი,ვარდები წმინდა,
შენს ცხარე ცრემლს სულ რომ მოწმინდავს!:)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი