მოგზაურობა


სიოს ალერსი,ახალი ლექსი,
არ ვიცი,თუ ვის ეძღვნება ტექსტი.

მე ვმოგზაურობ,მომაწვა მუზა,
როგორი არის აფრიკა,ნუგზარ?..

ალბათ უცხო არს ჟირაფი,სპილო…—
„მენდე,არ ღირს მათი ნახვა,შვილო…”

„ეგ ზოოპარკი არს ჯოჯოხეთი,
მაგრამ თავიდან მას ჰგავს ედემი.”

ისევ მოგზაურობ,სიახლეს ეძებ,
მაგრამ წარსული არს შენი გეზი.

შენს გულში ისევ ის ყმა ხატია,
მხოლოდ მას ხედავ,ჩემო ხატია.

წინ გაიხედე და მონახე სხვა!
რამდენი არის ამქვეყნად ზღვა!

მაგრამ შენ მაინც გენატრება შავი,
რა ვქნათ,თუ ასეთი არს ბედი ავი…

მარტო მზეს ხედავ,მთვარეს კი ვერა,
ის არს შენი პლანეტა,ვენერა!

მაშ გაუძელი,დრო არს მალამო,
გრძნობებს შენ განდობ,ჩემო კალამო.

განთიადია,დილაა გრილი,
მელანდება შენი თვალის ჭრილი.

ახლა ბინდია,თბილი დაისი,
მე მელოდება ტკბილი აისი.

აწი ღამეა და ბრწყინავს მთვარე,
დღეს დავინახე მე მისი სახე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი