17აპრილი


დღეს 17-ია,აპრილის საღამო,
სუფევს ამინდი მზიანი,საამო;
გამოზაფხულდა თბილისის ქუჩებში,
იმედმაც დაიდო ბინა გულებში.

რუსთველის გამზირზე ბევრი ვიარე,
მალე მოვიშუშებ მძიმე იარებს.
ჩემთვის ედემი არს ვერის ბაღი,
მანდ არის ვერო ყველაზე ლაღი.

ჰანგები ისმის ჩემი პიანოს,
ნოტები გასძახის ისევ :„Ti amo”-ს;
არის ამ სოფლად რაღაცა კარგი,
ალბათ ხანდახან არა ღირს დარდი.

მაგრამ მე მაინც ვდარდობ და ვნაღვლობ,
მელანქოლია არს ჩემი სატრფო.
ჩემნი მოძმენნი არიან მგოსანნი,
ანგელოზები არიან ფრთოსანნი.

რა ვქნა,ესრე ვარ უსასოდ ქმნილი,
სევდა არს ჩემი მარადი ჰიმნი.
ამ სამყაროში არ მაქვს ადგილი,
ქვეყნად არაფერი არს ადვილი.

მაგრამ ცის ნიჭი-იმედი გამომყვა,
არის კიდევაც ასეთი გამოთქმა:
„მზისა შუქთა მონლოდინე,
ვარდი სამ დღეს არ დაჭნების”,
მაშ დავთვრები მოლოდინით,
მანამ ხმა ისმის ჭენების.

„იმედი კვდება ბოლოს”-
სწორს ამბობთ,ბატონო,სწორს.
ველოდოთ ჟღერას გაისის,
ძალიან მალე გაისმის!

მე კი გავფრინდები,გადავდგამ მთას,
დავიდებ სავანეს შავ ზღვის პირას;
თუნდაც გამომყვეს წარსული ზმანება,
მერმისი იქნება აწ ჩემი ღვთაება!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი