35წელი…


ოცდათხუთმეტმა წელმა იარა,
ყველა ჩვენთაგანს დაეტყო იარა
და როდესაც ეპოქა დასრულდა,
მოღალატეთა „ოცნება” ასრულდა.

ვინც მაღლა ავიდა,დათესა სიავე
და საწამლავით მოწამლა მდინარე.
ხალხი კი ახლა შემდგარა სერზე!
თავი ჰგონიათ მათ ბრძოლის ველზე!

რად გვინდა თქვენი ოქროს გალია?
როცა ჩვენს გულში ისევ ალია?
ჩვენში მუდამ იგიზგიზებს ცეცხლი,
ფრთებს როცა გავშლით,გვიხილავთ,მერცხლებს!

გავიდა უკვე ამდენი წელი,
თქვენ კიდევ რაღაც ახალსა ელით?!
ნუ წაუძღვებით წინ ჩვენსა მედგრებს
და არ აუბნიოთ გზა ჩვენსა მერნებს!

ისევ ვილოცებთ და გავიმარჯვებთ!
მხარი მხარს მივცეთ,მარცხენა-მარჯვენს!
დიდება მამულს-ჩვენს საქართველოს,
აწ ავაყვავებთ ყაყაჩოს მდელოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი