როცა მე მძინავს,შენ მაშინ გღვიძავს…
როცა მე მძინავს,შენ მაშინ გღვიძავს, ვერ დავემთხვევით ამ ეპოქაში; როცა მე მცხელა,შენ მაშინ გყინავს, სუსხით მოსული წუხილი ქარში. სამყარო არის უკიდეგანო, მაგრამ ერთ სივრცეში ვერ მოვთავსდებით; მე თუ ცეცხლი ვარ,შენა ხარ ქარი, ამ ბედისწერას ვერ მოვერევით. ჩემთვის დარია,შენთვის-ავდარი, მე ვარ აისი,შენ კი—დაისი; შენ ოკეანე,მე კი—მთა-ბარი, არ გაგვაჩნია ჩვენს ორს გაისი. მე მიხარია,რომ აღარ ვდარდობ, აღარ გაისმის ჭმუნვა-გოდება; მე მიხარია,რომ არ ვარ მკვდარი, რადგან გაიარა ავმა დროებამ. მომრევი ვყოფილვარ ამ ქარტეხილის, მე აღარ მომსდევს ძველი ზმანება; რომ ვიგემოვნე ედემის ხილი, მაშინ დაიწყეს ლხენა დრამებმა. მაგრამ ჩაიარა ამ ტრაგედიამ, აღარ ვარ სიავის მატარებელი; ხელი დამიქნია ვარდობის თვემ: „მზიანი დღეები ისევ შენ გელის!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
რა კარგია!
უღრმესი მადლობა💟