მისია


იარეს დღეებმა,ვითა წამებმა,
დღეს მოსდევს კვირა,კვირას კი წელი;
მე დამამარცხა ძველმა ზმანებამ,
გამარჯვების იმედში ვილევი.

წინ მომიძღვის ჩემი რაში,
მარტო ჩვენ ვართ,ჩვენა,ორნი;
რაში ვფლანგე ეს დრო,რაში?!
მეტყვიან მე ალბათ ორბნი.

ვნატრობ ბავშვობას,ვნატრობ წარსულსა,
არადა თავი მგონია ბავშვი;
ცრემლები არ შეაშრება ქალწულსა,
რადგან გრიგალი ტრიალებს თავში.

ჩვილივით ვტირი,ჩვილი ვარ ალბათ,
ეგ გაძლიერებთ თქვენო,ქალებო…
ცრემლთა მდინარე თუ არის ძალა,
მაშ ყველაფერი დავძლიე,ღმერთო!..

ისევ ვიწრთობი მე ჩემს სევდაში,
ალბათ ჭმუნვაა ჩემი მისია;
მელნიან ფურცლებს გადავყრი ზღვაში,
რადგან ჩემი ბედისწერა მისია…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი