წარსული
იცოდე,რომ ვეღარაფერს შეცვლი, წარულის ნატვრაში შენ შეიშლები. რაც გინდა ქენი,რაც გინდა სცადე, რომანტიკოსობა ძალას დაგაკლებს. გულის იარებს ვერ მოიშუშებ, ისევ გატეხავ ფანჯრების შუშებს. ბევრჯერ მიაყენებ სხეულს ტკივილს, მაგრამ ჭმუნვა მაინც ვერ ჩაივლის. ალბათ ოცნებობ,რომ გაემგზავრო, სადმე,სად გეფინა ღიმილი ფართო. მაგრამ აწმყო არს შენი სავანე და ნუღა აქცევ შენს სახლს სამარედ. ვიცი რთულია,მაგრამ შენ შეძლებ, და ააშენებ გაისის კერპებს. როს დაიბრუნებ შენებურ ელფერს, მაშინ მონახავ მეგობრად ელფებს. ეს ცხოვერება ძალზედ სასტიკია, ალბათ იფიქრებ,რომ სვასტიკაა. მაგრამ წინ იყურე,უკან ნუ იხევი, წარსულში დატოვე ეს ავი ფიქრები. მე შენი მჯერა,მე შენი მწამს, ნუღა დახარჯავ აწ ნურცერთ წამს. ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია, და ცხოვრებაც არც ისე ცვეთილია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი