სიმართლე


როს შენს თავთან იქნები მართალი,
არ დაგჭირდება მაშ აღსარება;
როს გამოჩნდება სინათლე მკრთალი,
მაშ არ მოგიწევს ხსნა-განმარტება.

მაშ არ მოგიწევს ხვეწნა-მუდარა,
რომ მოგიტევონ შენი„ცოდვანი”;
აღარ დაგჭირდება ცემა-მუქარა
და ამის შემდეგ კითხვა ლოცვანის.

სხვის მონათხრობში შენ ხარ ეშმაკი,
მაგრამ ხომ იცი,რომ სიცრუეა;
რად იგიჟებ თავს,რადა ხარ შმაგი,
როცა სიმართლე შენ თან დაგყვება.

მაშ ნუღარ სტირი და ნუღარ დარდობ,
სინათლე შენსკენ დაეღვირება!
ნუ დახრი თავს და ნუღარ ნაღვლობ,
სამყარო შენკენ გადიხედება!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი