აჩრდილი
ღამის ქალაქი ჩემს წინ რომ იშლება მეფინება მემუართა სხივი; ყოველი სულდგმულის იერი იშლება და თან დამყვება უცხო აჩრდილი. ეს სილუეტი დამსდევს სიზმრებშიც, უხმოდ მიყურებს,თვალს არ მაცილებს; სიტყვას არ ამბობს,მაგრამ დუმილშიც მზერით თითქოს რაღაცას მანიშნებს. ძალზედ მორცხვია,სახესა ჰფარავს, ასე მგონია შიშმა შეიპყრო; თითქოს მწყემსის ხელში არის ფარა, რომელსაც იგი ვერ იმორჩილებს. ვერ იმორჩილებს გრძნობების ღელვას, შეუნელებელი ალი გიზგიზებს; მისი გული კი ძლიერ რომ ფეთქავს, თვალები სხვა ბრწყიბვალებას ითვისებს. წინ მიიწევა,საუბარს ცდილობს, მაგრამ ვერ ამბობს რაც მას სწადია; თვითონ მანდილიც ეჭვითა ფიქრობს: „ეს სიზმარია,თუ კი ცხადია?” როს ვიღვიძებ საკვირველ გრნობითა, ვკითხულობ:„ვინ იყო,რად მომევლინა?” ყოველ დღე გადის მასზე ფიქრითა, ნუთუ ნამდვილად არსებობს ეს ვინმე?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი